რომან დოლიძე მზადაა, პაულო კოსტას ეჩხუბოს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე პაულო კოსტასთან ბრძოლის გამართვას დათანხმდა,
მანამდე ბრაზილიელმა ის სოციალურ ქსელში გამოიწვია.
„წავედით. ოღონდ მერე ბრძოლას არ ჩაეხსნა. მთავარი ესაა“, – უპასუხა მას დოლიძემ.
Let’s go⚔️ the main thing is that you don't withdraw from the fight✋ https://t.co/a5HR7vQHQx
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) December 4, 2025
შეგახსენებთ, რომ „კავკასიელმა“ ბოლოს 5 აგვისტოს, ლას-ვეგასში UFC Fight Night-ზე იჩხუბა და მისი მეტოქე ენტონი ერნანდესი იყო.
ქართველი მ-4 რაუნდში დამარცხდა და „ფლაფის“ მახრჩობელა ილეთის შემდეგ, დანებება მოუწია. ამ წაგებამდე, დოლიძეს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა და ენტონი სმიტს, კევინ ჰოლანდსა და მარვინ ვეტორის აჯობა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს