პოგბას მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში სურს
გასული სატრანსფერო პერიოდის დროს პოლ პოგბას სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა ტურინის „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, „El Mundo Deportivo“ იტყობინება, რომ ახალგაზრდა ფრანგი „ბარსელონას“ შემოთავაზებასა ელოდება და იტალიაშიც ამიტომ დარჩა. სავარაუდოდ, ფეხბურთელმა ლონდონის „ჩელსის“ შემოთავაზებაც ამავე მიზეზის გამო დაბლოკა.
ლონდონელები ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდნენ, რომელთანაც პირადად ჟოზე მოურინიო აწარმოებდა მოლაპარაკებებს. პოგბამ კი ისინი უარით გაისტუმრა. ლონდონის „ჩელსი“ პოგბას სანაცვლოდ „იუვენტუსს“ 85 მილიონ ევროს სთავაზობდა.