„ჯერ გეიჯის მოვუგებ, შემდეგ თოფურიას“ | პედი პიმბლეტის გეგმები
პედი პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 324-ზე გამართავს. ინგლისელი მებრძოლი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, გამარჯვებული კი ილია თოფურიას შეხვდება.
პიმბლეტმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. „ბედი“ დარწმუნებულია, რომ გეიჯის დაამარცხებს და შემდეგ „ელ მატადორსაც“ მოუგებს.
„2026 წელი ჩემს ცხოვრებაში უდიდესი წელი იქნება. დროებით საჩემპიონო ქამარს მოვიგებ, შემდეგ კი ოქტაგოში შევალ და ილია თოფურიას დავამარცხებ. თოფურიას შემდეგ არმან ცარუკიანის ჯერი დადგება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ჩხუბს მოახერხებს და არ იტყვის, ზურგი მტკივაო.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი ჯერჯერობით UFC-ში დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე შვიდი გამარჯვებაა. ბოლოს მან მაიკლ ჩენდლერთან იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. გეიჯის რაც შეეხება, მან რაფაელ ფიზიევი დაამარცხა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.