ოფიციალურად: "ბარსელონამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა!
რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა და "გრემიოს" 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო "კამპ ნოუზე" ითამაშებს.
"ბარსელონასა" და "გრემიოს" შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა, რომლის თანახმადაც ბრაზილიური კლუბი 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 9 მილიონი დაემატება, არტური კი კატალონიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდება.

21 წლის არტური ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ჩავის პოზიციაზე თამაშობს და მას სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს.
არტურ მელოს ბურთის კონტროლი და ართმევაზე თამაში თანაბრად კარგად გამოსდის. მის არსენალში ასევე საგოლე გადაცემებიც შედის. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის უცხო არც გოლების გატანაა.
![]()
შეიძლება ითქვას, რომ "ბარსამ" სწორედ ის მოთამაშე შეიძინა, რომელიც მათ სათამაშო დეენემს იდეალურად ერგება.
არტური "გრემიოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 40 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მელოს, ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.