მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

პსჟ დატოვა - კანგ ინ ლი კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს

მადრიდის ატლეტიკო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევას აძლიერებს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარი სენ ჟერმენის მრავალმხრივი შემტევი კანნ ინ ლი კარიერას როხიბლანკოში გააგრძელებს.

სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო დასახელდა, ხოლო მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენს 2023 წელს შეუერთდა და ფრანგულ გიგანტთან ერთად ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგა.

ცნობისთვის, 25 წლის გარემარბმა, პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 124-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - ცნობილია, რა როლი ექნება ხედირას რეალში
ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - ცნობილია, რა როლი ექნება ხედირას რეალში