ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

2027 წლამდე ვერ ითამაშებს - დე იონგის მორიგი მძიმე ტრავმა

29 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა.

დე იონგმა მუხლის ტრავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო. „ბარსელონამ“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგის გაწყვეტა დაუდგინდა, რაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებაა.

As-ის ინფორმაციით, ფრენკის მოედანზე დაბრუნებას 5-6 თვე დასჭირდება. და ეს მინიმალური დროა. ამრიგად, ის მოედანს 2027 წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ „ბარსა“ დე იონგის გაყიდვას გეგმავდა, რადგან ის ჰანსი ფლიკის გეგმებში აღარ შედის. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელის მუდმივი ტრავმიანობითა და არასტაბილურობით უკმაყოფილოა და მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებს განიხილავს.

ტრავმის ფონზე, კატალონიელები დე იონგს ვეღარ გაყიდიან, თუმცა მას სეზონის განაცხადშიც არ შეიყვანენ, რაც ადგილს ათავისუფლებს და კლუბს ტრანსფერის განხორციელება/დარეგისტრირებას უმარტივებს. რა მოხდება საბოლოოდ, ეს უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაირკვევა, როცა კლუბებს განაცხადში ცვლილებების შესატანად მეორე ფანჯარა ეძლევათ.

ლა ლიგის გასულ სეზონში დე იონგმა 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები