ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: არ მინდა წარსულზე საუბარი, მომავალზე ვკონცენტრირდეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში პსჟ „ლე ავრს'' მიიღებს. მატჩის წინ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე ჟოაო ნევეშის დონეზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოების თემაზე გადადის: „არ ვიცი, როგორც ყოველთვის, იგივე სიტუაციაა. თუ ჟოაო ნევეშს შევაფასებ, თუ ამას გავაკეთებ, შემდეგი კითხვა იქნება, თუ რა ადგილი უკავია ფაბიან რუისს, სად აყენებთ ვარენ ზაირე-ემერს, სად აყენებთ მაიულუს... და მერე მწვრთნელს უჩნდება პრობლემები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ეს გუნდი, ეს ფეხბურთელები. ისინი გამორჩეულები არიან, განსხვავებულები, ეს შარშანაც დაამტკიცეს, მაგრამ ცოტა მაწუხებს ის ხმაური, რასაც გუნდის ირგვლივ მესმის და ინდივიდუალური ჯილდოები, რომლებსაც ფეხბურთელებს ანიჭებენ. ეს გუნდური სპორტია, გუნდურად სამუშაოდ მზად უნდა იყო. ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს.

ეს ოდნავ განსხვავებული სეზონია, რადგან ბევრი ჯილდოა და სასიამოვნოა ასეთი აღიარებები, მაგრამ ცოტა მაწუხებს, რადგან არ მინდა წარსულზე საუბარი, მინდა მომავალზე ვისაუბრო. ნაკლები ჯილდოები და მეტი ფოკუსირება იმაზე, რაც გვსურს. და ის, რაც გვსურს, ძალიან რთულია. ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები."

უსმან დემბელეს მდგომარეობაზე: „ფიზიკურ ფორმას აუმჯობესებს. შესაძლოა, ვარჯიში დაიწყოს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ და ვნახოთ, როგორ იქნება ვარჯიშზე. უსმანს მოედანზე უახლოეს კვირებში ვიხილავთ."

ფრანგ ჟურნალისტებს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კითხვა არ დაუსვამთ.

24 წლის ქართველმა გარემარბმა ლიგა 1-ის ათ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის