ზურიკო დავითაშვილი, ჯეიდონ სანჩო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენი, სანჩო და ზურიკო | ბეშიქთაშის სატრანსფერო მიზნები ცნობილია

„ბეშიქთაშის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც სეზონის პაუზისას შემადგენლობის გაძლიერება აქტიურად გადაწყვიტეს, სამიზნეები უკვე განსაზღვრეს. „შავ-თეთრებმა'' სიაში პირველ ნომრად ტერ შტეგენი შეიყვანეს, ფლანგის გასაძლიერებლად ჯეიდონ სანჩოსკენ აიღეს გეზი, ხოლო დავითაშვილთან მოლაპარაკება გრძელდება. ინფორმაციას თურქული Fanatik-ი ავრცელებს.

„ბეშიქთაშის’’ მთავარ მწვრთნელ სერგენ იალჩინს მაღალი დონის მარცხენა გარემარბი სჭირდება. სანჩოს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ზურიკოც ანალოგიურადაა, თუმცა საუკეთესო თვისებებს მარცხენა ფლანგზე ავლენს.

25 წლის სანჩოს ცუდი სეზონი აქვს, „ასტონ ვილაში'' პრემიერ ლიგის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 88 წუთი ითამაშა) და საინტერესო ვარიანტის შემთხვევაში გუნდიდან წასვლაზე უარს არ იტყვის. რაც შეეხება დავითაშვილს, 24 წლის ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ლიდერს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ნაკლებ ნდობას უცხადებენ, „პაუსთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (23 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა), „რედ სტართან'' სასტარტოში იყო (90 წუთი ითამაშა, გოლი შეაგდო), „ტრუასთან'' კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

„სენტ-ეტიენის'' მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰოერნალანდმა „ტრუასთან'' მატჩის შემდეგ განაცხადა: „ვნახოთ, როგორ წარიმართება მათი ტრავმების აღდგენა, მაგრამ აუცილებლად ისევ ვიხილავთ აუგუსტინ ბოაკიეს, ჯოშუა დაფუსისა და ირვინ კარდონას ტრიოს, რომელმაც დღეს შესანიშნავად იმუშავეს. ლუკას სტასინი და ზურიკო დავითაშვილი ჩვენთან არიან, მათზე იმედს ვიმყარებთ, თუმცა შეტევაში საკმარისი არჩევანი გვაქვს, თუ მათ წასვლა გადაწყვიტეს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ