რაგბი | საქართველოს U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩეხეთს ხვდება - შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

რაგბი | საქართველოს U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩეხეთს ხვდება - შემადგენლობა ცნობილია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორაგბეთა 18-წლამდე მორაგბეთა შორის, საქართველოს  ნაკრები ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს ხვდება – პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ თამაში საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველომ 1/4-ფინალში პოლონეთს 10 ლელო გაუტანა და 64:7 დაამარცხა, ჩეხეთმა კი შარშანდელის მსგავსად წელსაც სძლია პორტუგალიას – 29:26.

დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ჩეხებთან თამაშის შესაძლებლობა.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ფინალური მატჩები კი 22 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).

სათადარიგოები: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები