10 ლელო პოლონეთთან - 18-წლამდე მორაგბეებმა შთამბეჭდავად დაიწყეს
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. ზურაბ ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა პოლონეთის ასაკობრივი ნაკრები დიდი სხვაობით 64:7 დაამარცხეს და საერთო ჯამში მეტოქის ჩათვლის ათჯერ აიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კომპონენტში უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდნენ და სრულიად დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. დუბლი ორმა მორაგბემ, დავით არობელიძემ და ლუკა ტაბატაძემ შეასრულა, თითო ლელო კი ანდრია ბილანიშვილის, გიორგი ზაზაძის, ნიკოლოზ ჩხორთოლიას, ავთანდილ ზვიადაძის, გოჩა ფიცხელაურისა და საბა გიორგიძის ანგარიშზეა.
ცნობისათვის, ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეტოქე ჩეხეთი-პორტუგალიის წყვილში გამარჯვებული იქნება, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 17:30 წუთზე დაიწყება.