ბრუნო ფერნანდეში: რონალდუმ იცის, რომ შეცდომა დაუშვა
პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს მოედნიდან გაძევებაზე ისაუბრა.
რონალდუ მოედნიდან მეტოქის მცველ დარ ო'შის ზურგში იდაყვის დარტყმისთვის გააძევეს.
„ეს მომენტი ჩვენი პორტუგალიური ფეხბურთის ნაწილია. ვნებების სიმძაფრე, ის ფაქტი, რომ შედეგს ვერ მივაღწიეთ. გაძევება უბრალოდ კიდევ ერთი მომენტია საფეხბურთო მატჩში.
კრიშტიანუმ ისე იმოქმედა, რომ ამისთვის ძვირი გადაიხადა. მან იცის, რომ ამის გაკეთება არ უნდოდა. მაგრამ ასე მოხდა. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა. მაგრამ ჩვენ გაძევებამდეც ვაგებდით.
რა თქმა უნდა, ამან გაართულა სიტუაცია, რადგან 10 მოთამაშე დავრჩით და არ გვყავდა ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეეძლო გოლის გატანა“,
– თქვა ბრუნუ ფერნანდეშმა Record-თან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ თავის ზრდასრულ სანაკრებო კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს საკლუბო კარიერაში 12 წითელი ბარათი აქვს. აქედან 8 პირდაპირი და 4 ორი ყვითელის შემდეგ იყო ნაჩვენები.