ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიანამ სპურსს მოაგებინა - ფრანგი ლეგენდებს გაუთანაბრდა

„სან ანტონიომ“ NBA-ს პლეი ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მინესოტას“ ბარიერი თუ დაძლია, ამაში ვიქტორ ვემბანიამას უდიდესი დამსახურება ექნება, სტუმრად მინეაპოლისში გამართულ სერიის რიგით მესამე შეხვედრაში „სპურსმა“ „ტიმბერვულვზი“ 7-ქულიანი სხვაობით, 115:108 დაამარცხა და ფრანგმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა.

ვემბანიამამ პარკეტზე გატარებულ 37 წუთში 39 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 5 დაფარება დააგროვა. მან ხუთიდან სამი სამქულიანი, ცამეტიდან ათი ორქულიანი და თორმეტიდან ათი საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 22 წლის ფრანგი კარიმ აბდულ-ჯაბარის, ჰაკიმ ოლაჯოუნისა და შაკილ ონილის შემდეგ გახდა NBA-ს ისტორიაში რიგით მეოთხე მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფის ერთ შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულა, 15 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.

ცნობისათვის, „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ სერიას 2:1-ს იგებს და ამ გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 11 მაისს, ისევ მინეაპოლისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბითაძე უნდა დარჩეს, თოკოს ბარსა ვერ იყენებს“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან
„ბითაძე უნდა დარჩეს, თოკოს ბარსა ვერ იყენებს“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან