ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ელ კლასიკოა, ამიტომ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ“ - ჰანსი ფლიკი

ხვალ „კამპ ნოუზე“ ლა ლიგის 35-ე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართება, დღეს კი პრესკონფერენციაზე „ბლაუგრანას“ თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ თამაშის მოგებაზე ვფიქრობთ და არა იმაზე, თუ რა მოხდება დარჩენილ 3 ტურში. 

საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება. „ელ კლასიკო“ ყველასათვის მნიშვნელოვანია - „რეალისთვისაც“ და „ბარსასთვისაც“ - ამიტომაც გვინდა გამარჯვება.

არაფრის შეცვლა არ გვჭირდება. შესანიშნავი სეზონი გვქონდა და დარჩენილ მატჩებში თავდაჯერებულობა უნდა ვაჩვენოთ. მინდორზე უნდა გავიდეთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის „ბარსელონას“ ხვალინდელ მატჩში ფრეც ეყოფა. „ელ კლასიკო“ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოკვლევა დასრულებულია - რეალმა ჩუამენი და ვალვერდე დააჯარიმა
მოკვლევა დასრულებულია - რეალმა ჩუამენი და ვალვერდე დააჯარიმა