18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატისთვის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | რაგბი

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ჩეხეთში 15-22 ნოემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მათგან 14 შერკინების, 12 კი ხაზის მოთამაშეა. 26 მორაგბიდან თერთმეტი 2008 წელსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გაისადაც შეეძლებათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში. შემადგენლობაში ორი ლეგიონერია - ბურჯი გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი) და მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), რომელიც ჩეხეთში გუნდის კაპიტანი იქნება.

„მოცემულობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. 26-კაციან განაცხადში რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ვერ მოხვდა. ისინი გადადიან კლუბების განკარგულებაში და განაგრძობენ განვითარებას. ასევე გვყავს რეზერვის მოთამაშეები. ერთი კვირის განმავლობაში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყველა ტურნირზე გვიწევს მოთამაშეების დამატება და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ საჭიროების შემთხვევაში რეზერვის მოთამაშეები მაქსიმალურად მომზადებული იქნებიან“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ამონაშვილი.

18-წლამდელთა 26-კაციანი შემადგენლობა 12 ნოემბერს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრება, 15-ში კი პირველ თამაშს გამართავს და ტიტულის დაცვას პოლონეთით დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 18 ნოემბერს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

„მოცემული მომენტისთვის პოლონეთზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი ვიდეო-ანალიტიკოსი ამ დღეებში მოიპოვებს მეტოქის თამაშის ვიდეო-ჩანაწერს და სრულად გადავერთვებით პირველ შეხვედრაზე. ჯერ არ ვიცით რომელ საათზე დაიწყება მეორე თამაში. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა მასპინძელი ჩეხეთი პორტუგალიის დამარცხებას. შარშან ჩეხეთმა შეძლო იმავე პორტუგალიასთან გამარჯვება და წელს არავინ იცის რა იქნება.დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა ყავს ესპანეთს, რომელმაც გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდია დაამარცხა. მარტივი ტურნირი არ იქნება, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღირსეულად წარვსდგეთ ევროპის ჩემპიონატზე და ზედიზედ მეშვიდედ მოვიპოვოთ ტიტული“, - განაცხადა ამონაშვილმა.

საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: საბა მშვილდაძე (აია), ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), ლუკა წიკლაური (ხვამლი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), საბა გიორგიძე (ლელო), ლუკა შულაია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქევანიშვილი (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ფოთი);

ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), მათე მახარაძე (ბათუმი), გიორგი გაბუნია (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), ლუკა ტაბატაძე (არმია), გიორგი მუშკუდიანი (აია), ავთანდილ ზვიადაძე (აია), დავით არობელიძე (არმია), ლუკა ჭაკუა (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მომზადება: მამუკა ბაქრაძე, დავით ლობჟანიძე

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები კანადასთან მატჩის წინ - ბორჯღალოსნებს ოთხი მორაგბე შეუერთდა
სიახლეები კანადასთან მატჩის წინ - ბორჯღალოსნებს ოთხი მორაგბე შეუერთდა