ნიგერიის ნაკრები
Aa
Aa

უარი ვარჯიშზე პლეიოფის წინ - ნიგერიის ნაკრები ბონუსების გადაუხდელობას აპროტესტებს

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ბოიკოტი გამოაცხადეს - ისინი გაბონთან მატჩის წინ ვარჯიშზე უარს ამბობენ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის მატჩის წინ ნიგერიელები 2019 წელს დაპირებული ბონუსების გადახდას ითხოვენ.

„სუპერარწივების“ არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია ბონუსი, რომელიც 2025 წლის აფრიკის ერთა თასზე და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლისთვის უნდა მიეღოთ.

ნაკრების სრული შემადგენლობა უარს ამბობს დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობაზე და ამის მიზეზი ჩვენ წინაშე არსებული დავალიანებაა.  ველოდებით საკითხის სწრაფ მოგვარებას, რათა გაბონთან მატჩისთვის მზადება გავაგრძელოთ“, - აღნიშნულია ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელთა ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიგერია გაბონს 13 ნოემბერს პლეიოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში უმასპინძლებს. წყვილის გამარჯვებული კამერუნი-კონგოს გამარჯვებულს შეხვდება და საუკეთესო გუნდი მარტში, კონტინენტთაშორის პლეიოფში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე დავბრუნდები“ - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
„მალე დავბრუნდები“ - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება