არ მინდა ნაკრებისთვის ტვირთად ვიქცე | მესიმ მუნდიალზე შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ლიონელ მესიმ ესპანურ Sport-თან ინტერვიუში 2026 წლის მუნდიალზე შესაძლო თამაშზე ისაუბრა. მესის თქმით, ყველაფერი მის ფიზიკურ ფორმაზე დამოკიდებული იქნება, არ სურს რომ ნაკრებისთვის ტვირთად იქცეს.
– მსოფლიო ჩემპიონატი ახლოსაა, ალბათ ეს გაძლევს მოტივაციას?
– დიახ, რა თქმა უნდა. ეს განსაკუთრებული მსოფლიო ჩემპიონატია. ყოველთვის განსაკუთრებულია ეროვნული გუნდისთვის თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მნიშვნელოვან, ოფიციალურ ტურნირებს ეხება, მით უმეტეს მსოფლიო ჩემპიონატი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე მოიგე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა ტვირთად ვიქცე. მინდა თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობდე, მქონდეს თავდაჯერება, რომ გუნდს რეალურად დავეხმარო და რაიმე სასარგებლო მოვუტანო. ჩვენი სეზონი ევროპულისგან განსხვავდება, წინასასეზონო მზადება გვექნება, რამდენიმე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატამდე და უნდა დავაკვირდე, როგორ ვგრძნობ თავს გზადაგზა, იმ ფორმაში ვარ თუ არა, როგორშიც მსურს ვიყო ტურნირის სტარტისთვის. რა თქმა უნდა კარგად მესმის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულია, ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ამიტომაც სავსე ვარ იმედით, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი ყოველდღიურად მივიღო''.
მესიმ „ალბისელესტესთან'' ერთად კოპა ამერიკა ორჯერ მოიგო (2021, 2024), მუნდიალის გამარჯვებული ერთხელ გახდა (2022). ასევე, 2022 წელს „უემბლიზე'' ფინალისიმა გაიმართა, არგენტინამ ლაუტაროს, დი მარიასა და დიბალას გოლებით ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა (0:3).