„ნორმალური არაა, შოკირებული ვარ“ | დე ლა ფუენტე იამალის ტრავმაზე
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „ფურია როხას“ მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს და დე ლა ფუენტემ აღიარა, რომ მომხდარით გაოგნებულია.
„შოკირებული ვარ. მსგავსი სიტუაცია არასდროს მქონია და არ მგონია, რომ ეს ნორმალური იყოს. ყველა გაოგნებულია. არაფერი ვიცოდით, ჩვენამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა და დეტალებზე არანაირი წარმოდგენა არ გვქონდა, შემდეგ კი უეცრად გეუბნებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემაა...“
ცნობისთვის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, იამალს საზარდულის ტრავმაზე, სამკურნალო პროცედურა ჩაუტარდა, რომლის გამოც, 7-10 დღე ვერ ითამაშებს. გასაკვირი ისაა, რომ პროცედურის შესახებ „ფურია როხას“ სამედიცინო შტაბმა არაფერი იცოდა და მათ გუშინ გაიგეს, რომ იამალს დასვენება ესაჭიროებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ იამალმა საზარდულის ტრავმასთან დაკავშირებით, ცნობილ ბელგიელ სპეციალისტს მიმართა. Mundo Deportivo ვარაუდობს, რომ ლამინს ინვაზიური პროცედურა სწორედ მასთან კონსულტაციის შემდეგ ჩაუტარდა.