Aa
Aa

„ეს საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ“ - ნაკრები მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი 2 მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

დღეს, შეკრების მეორე დღე იყო. გუნდი უკვე სრული შემადგენლობით ემზადება, რომელსაც სულ ბოლოს გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა, რომელიც ესპანეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

მოახლოებულ დაპირისპირებებზე კომენტარები ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი:

ანზორ მექვაბიშვილი:

წლის ბოლო საშინაო მატჩს ვილის სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს (21:00). 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება (23:45).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები