ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

The Guardian: ბარსელონა კეინის შეძენას გეგმავს - მათი N1 სამიზნეა

„ბარსელონა“ ჰარი კეინის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. The Guardian-ის ინფორმაციით, კატალონიელები „ბაიერნის“ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ, რომლის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მზადაა გააქტიუროს კეინის გამოსასყიდი პუნქტი 57 მილიონი ფუნტის (64,5 მილიონ ევროზე მეტი) ოდენობით. წყარო წერს, რომ კატალონიელებმა ჰარი თავიანთ ნომერ პირველ სამიზნედ აქციეს.

32 წლის ინგლისელ ფორვარდს „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში უსრულდება. თუ, მიმდინარე სეზონის ბოლოს მხარეები ვერ შეთანხმდებიან და მისი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰარის კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან ერთი წლის შემდეგ მისი უფასოდ დაკარგვა „ბაიერნის“ გეგმებში არ შედის.

ამ ეტაპზე უცნობია კეინის სამომავლო გეგმები. დიდი მნიშვნელობა ექნება მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგებს. ინგლისელის ოცნება ლიგის მოგება გახლავთ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 32 წლის თავდამსხმელმა 23 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები