ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს | CIES-ის რეიტინგში კვარაცხელიაც მოხვდა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა და საკუთარ სტატისტიკურ მოდელზე დაყრდნობით დაასახელა ხელფასები, რომლებიც ტოპ ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ. სტატისტიკურ მოდელში გათვალისწინებულია ფეხბურთელის ასაკი, მის მიერ ნაჩვენები თამაში, ჩემპიონატის დონე და სხვა კრიტერიუმები.
CIES-მა ტოპ-100 შემოგვთავაზა და მისი მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კილიან მბაპე უნდა იყოს — წელიწადში 22.8 მილიონი ევროთი, რაც მის რეალურ ხელფასზე 8.4 მილიონი ევროთი ნაკლებია. მეორე ადგილზე მოჰამედ სალაჰი იმყოფება (€17.9 მილიონი), მესამე ადგილს კი ჯუდ ბელინგემი იკავებს (€17.5 მილიონი).
CIES-ის სიაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელიც ვხედავთ. ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება და საფეხბურთო პლატფორმის მიხედვით, მისი ანაზღაურება 16.2 მილიონი ევრო უნდა იყოს (რეალურად დაახლოებით 12 მილიონს უხდიან, პლუს ბონუსები). „კვარას“ მსგავსად, ვინისიუს ჟუნიორის ხელფასიც 16.2 მილიონ ევროდ ფასდება.
ხვიჩაზე წინ არიან: ლამინ იამალი (€16.7 მილიონი), ლაუტარო მარტინესი (€16.7 მილიონი), ხულიან ალვარესი (€16.9 მილიონი), უსმან დემბელე (€16.9 მილიონი), დომინიკ სობოსლაი (€17.1 მილიონი) და ჟოაუ ნევეში (€17.3 მილიონი).