ვახტანგ აბდალაძე
Aa
Aa

ორი ქართული ლელო - აბდალაძის და ფხაკაძის წარმატება

ქართველი მორაგბეების უმეტესობა ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და ნოემბრის მეორე და მესამე ტესტ-მატჩებისთვის ემზადება, თუმცა არსებობენ ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც ბორჯღალოსნებში არ არიან გამოძახებულნი, საფრანგეთის პრო D2-ში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს და ორმა მათგანმა თავი ლელოთიც გამოიჩინა.

„ბრივმა“ საკუთარ სტადიონზე „მონ-დე-მარსანი“ დიდი სხვაობით, 68:10 დაამარცხა და მასპინძლების შემადგენლობაში ერთი ლელო ვახტანგ აბდალაძის ანგარიშზეა, რომელმაც წლევანდელ სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 266 წუთი გაატარა, ძირითადში ასპარეზობა სამჯერ დაიწყო და მეტოქის ჩათვლის მოედანი პირველად აიღო. რაც შეეხება „მონ-დე-მარსანს“, ამ გუნდის რიგებში ორმა ქართველმა, ლუკა გოგინავამ და იოანე იაშაღაშვილმა იასპარეზეს.

 

„ნევერს“ საკუთარ სტადიონზე „ვანის“ 22:13 დამარცხებაში ლაშა ფხაკაძე დაეხმარა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მის გარდა ნევერელების ღირსებას ლუკა პეტრიაშვილი და ილია კაიკაციშვილი იცავდნენ, „ვანელების“ შემადგენლობაში კი მიხეილ ალანია გამოდიოდა.

ათი ტურის შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილს 35 ქულით „ვანი“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „კოლომიეს“ – 3, ხოლო მესამეადგილოსან „ვალენს-რომანს“ 4 ქულით უსწრებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შავი ლომი ჯერჯერობით დანიშნულებას ვერ ასრულებს“ - შკინინი ქართული რაგბის პრობლემებზე
„შავი ლომი ჯერჯერობით დანიშნულებას ვერ ასრულებს“ - შკინინი ქართული რაგბის პრობლემებზე