მსოფლიოს ნაკრები და აშშ-ის 2 ნაკრები | ALL STAR-ის ფორმატი ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიოს ნაკრები და აშშ-ის 2 ნაკრები | ALL STAR-ის ფორმატი ცნობილია

2025-2026 წლების ყველა ვარსკვლავის მატჩი (ALL STAR) მინიტურნირის ფორმატით გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნდა.

ALL STAR-ში ამჯერადაც 24 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას (12-12 თითოეული კონფერენციიდან) და ისინი 3 გუნდში - მსოფლიოს ნაკრებში და აშშ-ის 2 ნაკრებში გადანაწილდებიან.

თუ ხმის მიცემის შედეგად არჩეული კალათბურთელები დასახელებულ კრიტერიუმებში არ ჩაჯდებიან (16 ამერიკელი, 8 უცხოელი), ლიგის კომისიონერი ადამ სილვერი დამოუკიდებლად შეავსებს დანაკლისს, ერთ ან ორ გუნდში კი 8 კალათბურთელზე მეტი იქნება.

პირველ სამ მატჩში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, შემდეგ კი ორი საუკეთესო ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. ყველა მატჩი 12-წუთიანი იქნება.

ცნობისთვის, შარშან ALL STAR-ზე შაკილ ო'ნილის, ჩარლზ ბარკლის და კენი სმიტის გუნდები თამაშობდნენ. ფინალში ო'ნილის გუნდმა ბარკლის გუნდს 41:25 მოუგო, ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP კი სტეფ კარი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ წელს ყველა ვარსკვლავის მატჩს „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ არენა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფინალო სირენასთან ერთად მოაგებინა | იანისის გამარჯვების მომტანი ორქულიანი
საფინალო სირენასთან ერთად მოაგებინა | იანისის გამარჯვების მომტანი ორქულიანი