გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა და 4 მოხსნა - ორლანდომ მინესოტა გაანადგურა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდო მინესოტას ესტუმრა და 119:92 გაანადგურა.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძეს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 3 წუთი და 48 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, გოგამ 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბითაძემ 2-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ერთი გამოუვიდა. ორი საჯარიმო ტყორცნა კი ზუსტად შეასრულა. 4 მოხსნიდან ოთხივე მეტოქის ფარზე შეასრულა.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ორლანდოს მხრიდან საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც არასრულ 34 წუთში 30 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

ამ მომენტისთვის, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, მეჯიქი მილუოკის დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი - ბითაძის 8 ქულა და გამარჯვება
NBA: მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი - ბითაძის 8 ქულა და გამარჯვება