გიორგი შერმადინი
Aa
Aa

გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | შერმადინის გუნდი ჯგუფის ლიდერია

კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-4 ტურში „ტენერიფემ’’ თურქული „ტოფაში’’ მიიღო და დამაჯერებლად 80:70 დაამარცხა. პირველი პერიოდი „ტენერიფემ’’ 18:22 დათმო, თუმცა შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანა, მეორე პერიოდი 21:16 მოიგო, მესამე პერიოდი - 20:10, ბოლო პერიოდი „ტოფაშმა'' 1 ქულით მოიგო - 21:22.

„ტენერიფეს’’ სასტარტო ხუთეულში გამოცდილი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი არ იმყოფებოდა, თუმცა  პარკეტზე 20:31 წუთი გაატარა, 5 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

4 ტურის შემდეგ „ტენერიფე'' 4 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია, მე-5 ტურში, 11 დეკემბერს იტალიურ „ტრაპანის'' მიიღებს.

36 წლის გიორგი შერმადინი ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატის, ლიგა ენდესას თვის MVP გახდა, რაც მის კარიერაში მეთოთხმეტედ მოხდა.

ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში „ტენერიფემ’’ 6-დან 5 მატჩი მოიგო, მხოლოდ 1 დათმო, 10 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულაა ლიდერ „ვალენსიას’’, „მურსიასა’’ და მადრიდის „რეალის’’ აქტივში. „ტენერიფე’’ მომდევნო მატჩს „ვალენსიასთან’’ 16 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს
    ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს