ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ლაპორტამ მესის წასვლის რეალური მიზეზი უნდა თქვას“ - საბჭოს ყოფილი წევრი

„ბარსას“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ჩავი ვილაჟოანა ამბობს, რომ ლაპორტამ გაამხილოს, თუ რატომ წავიდა მესი კლუბიდან.

დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა და კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვილაჟოანამ ლაპორტას საჯაროდ მოუწოდა, რომ ყველაფერზე ისაუბროს.

„მესის წასვლა ფინანსური მიზეზებით ახსნეს. ამბობდნენ, რომ კლუბს არ შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შენახვა. თუ საქმე ფინანსებში იყო, ახლა ამას ვერ ვხედავ. მე მხოლოდ ერთს ვითხოვ: ლაპორტამ თქვას მესის წასვლის რეალური მიზეზი.

მესის თავი უნდა შეეშვან. ეს კლუბი მისი სახლია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პრეზიდენტი“,

– თქვა ვილაჟოანამ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი „ბარსელონას“ მოახლოებულ არჩევნებში თავის გავლენას გამოიყენებს და ღირსეული კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მხარს მას დაუჭერს, რადგან ლაპორტას დამარცხება სურს. მიზეზად კი სწორედ კლუბიდან მისი მოულოდნელი წასვლა სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები