კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, უესლი სნეიდერი
Aa
Aa

„რეალს ჰოლანდი აღარ სჭირდება, მბაპე ნამდვილ ცხრიანად იქცა“ - სნეიდერი

ნიდერლანდების ნაკრების ექსფეხბურთელი უესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპეს შეძენის შემდეგ „რეალს“ ერლინგ ჰოლანდის დამატება აღარ სჭირდება.

რას ამბობს სნეიდერი:

„ვფიქრობ, „რეალმა“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჰოლანდის შეძენაზე თქვა უარი. რაღაც მომენტში ისინი ფიქრობდნენ, რომ მბაპეს მარცხენა გარემარბად, ჰოლანდს კი ცენტრფორვარდად უნდა ეთამაშა. ჩემი აზრით, ახლანდელი სიტუაცია მათთვის გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ მბაპე ნამდვილ თავდამსხმელად იქცა.

ვფიქრობ, ახლა მბაპე ფორვარდის პოზიციაზე უკეთესად თამაშობს, ვიდრე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. ამიტომ „რეალისთვის“ ჰოლანდის ტრანსფერმა აზრი დაკარგა. ეს ძალიან კარგი სიახლეა „მანჩესტერ სიტისთვისაც“.

ცნობისთვის, მბაპე „რეალს“ 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა. პირველ სეზონში „ბლანკოსის“ მაისურით ყველა ტურნირზე მბაპემ 59 მატჩში 44 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 16 მატჩში 18 გოლი და 2 საგოლე პასია.

რაც შეეხება ჰოლანდს, ის „სიტის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი კლუბთან კონტრაქტი 2034 წლამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 19 მატჩში 22 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ორი ჯილდო - ფრანგმა ოქროს ბუცი მიიღო
მბაპეს ორი ჯილდო - ფრანგმა ოქროს ბუცი მიიღო