საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

3 ცვლილება ძირითადში - ბორჯღალოსნების შემადგენლობა

ხვალ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის რიგით მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე კანადის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც ერთი კვირის წინ რუმინელებთან 21:31 დამარცხდა, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნაკლები დონის ნამდვილად არ არის, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შესარჩევ ეტაპზე კანადელებმა „იანკები“ დაამარცხეს.

რიჩარდ კოკერილმა სათამაშო შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა და აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 3 ცვლილება განახორციელა, მარქაფაში კი 6 მორკინალი გაამწესა. ძირითადში თამაშს დაიწყებენ ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური და ილია სპანდერაშვილი, რომლებიც ერთი კვირის წინ თადარიგში იყვნენ. მატჩი ხვალ ბათუმში, 16:00 საათზე დაიწყება. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ქართული ლელო - აბდალაძის და ფხაკაძის წარმატება
ორი ქართული ლელო - აბდალაძის და ფხაკაძის წარმატება