მიხეილ ალანია
Aa
Aa

ალანიას ლელო - ქართველი ვანს გამარჯვებაში დაეხმარა

საფრანგეთის Pro D2-ის მეჩვიდმეტე ტური მიხეილ ალანიასთვის წარმატებული გამოდგა. „ვანის“ 25 წლის ქართველმა მორაგბემ „ბრივთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მან და მისმა თანაგუნდელებმა 28-ქულიანი სხვაობით, 35:7 მოიგეს, მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო და მიმდინარე სეზონში მესამე ლელო დადო. ალანიამ წლევანდელ პირველ დივიზიონში სულ 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში 3 დაიწყო და მოედანზე ჯამში 405 წუთი გაატარა.

 

ალანია სასტარტოში არ ყოფილა და შეხვედრაში მესამოცე წუთზე ჩაერთო, ზუსტად ოთხ წუთში კი მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო, თანაც ლელო საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, რადგან „ბორჯღალოსანმა“ თანაგუნდელების ეფექტური შეტევა ლოგიკურად დაასრულა. ცნობისათვის, ალანიას გუნდმა ის „ბრივი“ დაამარცხა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი დამრიგებელი პიერ-ანრი ბრონკანი ამზადებს და შესაბამისად, მის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოვლენა, ალანიასთვის შესაძლოა ორმაგად სასარგებლო იყოს.

ცნობისათვის, ჩვიდმეტ ტურში დაგროვებული 64 ქულით „ვანი“ Pro D2-ის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ თორნიკე ჯალაღონიას „პროვანს რაგბის“ 8 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილის მორიგი ლელო - ლა როშელი Challange Cup-ზე გადავიდა
ნინიაშვილის მორიგი ლელო - ლა როშელი Challange Cup-ზე გადავიდა