ბაჩუკი ჭუმბაძე
Aa
Aa

სადებიუტო ლელოები - ჭუმბაძის დუბლი ჩელენჯ თასზე

ბაჩუკი ჭუმბაძემ ევროპის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „ექსეტერ ჩიფსმა“ საკუთარ სტადიონზე „კარდიფი“ დიდი ანგარიშით, 31:0 დაამარცხა, 24 წლის ქართველმა მორაგბემ კი უელსური კლუბის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას „ჩიფსის“ რიგებში აქამდე არც ერთი ლელო არ ჰქონდა დადებული, ამჯერად კი ერთბაშად ორჯერ, თანაც საწყის 20 წუთში გამოიჩინა თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ ექსეტერელებმა 14 ქულა დააგროვეს, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს და მომდევნო რაუნდში გავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ 1871 წელს დაარსებული „ჩიფსის“ ისტორია ბოლო 16 წელია არნახული წარმატებებით ვითარდება. 2010 წელს უმაღლეს ლიგაში აღზევდა, რასაც 2017 და 2020 წლებში ინგლისის ჩემპიონობა მოჰყვა. სხვათა შორის, 2020-ში „ექსეტერმა“ ოქროს დუბლი შეასრულა, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა თასიც მოიგო.

რაც შეეხება ბაჩუკი ჭუმბაძეს, ტრადიციულ ინგლისურ კლუბს ის წლევანდელი სეზონის დაწყების წინ შეუერთდა და როგორც ხედავთ, ადაპტაცია ოდნავადაც არ გასჭირვებია. ჭუმბაძე ბოლნისის „ყოჩების“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გერმანელებთან შეხვედრაში ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მელიქიძეს ვერ აჩერებენ - მერვე ლელო სეზონში
მელიქიძეს ვერ აჩერებენ - მერვე ლელო სეზონში