დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილის მორიგი ლელო - ლა როშელი Challange Cup-ზე გადავიდა

რაგბის ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში, დავით ნინიაშვილისა და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელი“ საკუთარ მოედანზე ინგლისურ „ჰარლიქუინსს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 17:27 დამარცხდა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილი იყო, ქუნთელია კი მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა. ნინიაშვილმა მე-11 წუთზე მეტოქეს ლელო გაუტანა და ანგარიშიც გახსნა, რასაც მისი თანაგუნდელის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოჰყვა, თუმცა ამის შემდეგ სადავეები ხელში ბრიტანელებმა აიღეს. 33-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით „ჰარლიქუინსმა“ ანგარიში 7:3-მდე შეამცირა, ტაიმის მიწურულს კი ლელოც გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ინგლისელებმა პირველი ნახევარი 10:7 მოიგეს.

ნინიაშვილის ლელო:

მეორე ტაიმის დებიუტში, 53-ე წუთზე „ჰარლიქუინსმა“ კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც 61-ე და 65-ე წუთებზე „ლა როშელის“ მხრიდან ორი საპასუხო ლელო მოჰყვა. შედეგად, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მაგრამ დარჩენილ დროში მეტოქისგან თითო ლელო და საჯარიმო დარტყმა მიიღეს და საბოლოოდ 17:27 დამარცხდნენ.

ამ მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 4 ტურის შემდეგ, ქართველების გუნდმა 6 ქულით მე-5 პოზიცია დაიკავა და „ჩელენჯ ქაფზე“ გადაინაცვლა. „ლა როშელი“ მე-4 ადგილოსან „ლესტერ თაიგერსს“, რომელმაც ასევე 6 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდების გამო ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზად ვიყავი, ეს „განგსტერული“ გამოწვევა ტურნირამდე სამი დღით ადრე მიმეღო...“
„მზად ვიყავი, ეს „განგსტერული“ გამოწვევა ტურნირამდე სამი დღით ადრე მიმეღო...“