დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ოფლოუდები და გაბითურებული მცველები - ნინიაშვილი ლელოს გარეშეც საუკეთესოა

„ლა როშელის“ ქართველმა მორაგბემ დავით ნინიაშვილმა 2026 წელს მეტოქის ჩათვლის მოედნის აღების გარეშე შეხვედრა პირველად დაასრულა და 4-მატჩიანი შედეგიანი სერია შეწყვიტა. 23 წლის ფულბეკმა „ტულუზასთან“ (14:66), „ტულონთან“ (66:0), „ლენსტერთან“ (24:25) და „ჰარლექუინსთან“ (17:27) თამაშებში დადო ლელო.

მართალია, ამჯერად TOP 14-ის მე-15 ტურში იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა, მაგრამ სტუმრად „კლერმონთან“ (27:32) წაგებულ შეხვედრაში ზოგ სათამაშო კომპონენტში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბურთის წაღების (17), დაფარული მანძილის (88 მეტრი), ოფლოუდების (3) და გაბითურებული მცველების (6) რაოდენობით ნინიაშვილი ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული გახლდათ. გარდა ამისა, მან ხაზი ერთხელ გაჭრა, ოთხი ბოჭვა და ერთი სალელოვე პასი შეასრულა.

ცნობისათვის, წლევანდელ TOP 14-ში დავით ნინიაშვილმა 12 მატჩი ჩაატარა და მოედანზე გატარებულ 784 წუთში 6-ჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის ზონა. მთლიანობაში კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მის ანგარიშზე 76 მატჩში 27 ლელოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორტოლამი: „რაც უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, უკეთესები გავხდებით“
ბორტოლამი: „რაც უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, უკეთესები გავხდებით“