ბექა გიგაშვილი
Aa
Aa

სადებიუტო ლელო სეზონში - გიგაშვილი ტულონს დაეხმარა

ქართველი მორაგბეებიდან თუ რომელიმე საფრანგეთის TOP 14-ში სტაბილური თამაშით გამოირჩევა, ეს პირველ რიგში ბექა გიგაშვილზე ითქმის. მისი დებიუტი უმაღლეს დივიზიონში 2018 წელს „გრენობლის“ რიგებში შედგა, 2019-ში კი „ტულონში“ გადავიდა და უკვე მეშვიდე წელია ამ კლუბის ღირსებას მაღალ დონეზე იცავს. თუმცა, გიგაშვილს წლევანდელ სეზონში ლელო დადებული არ ჰქონდა და ნავსი მან მე-15 ტურში გატეხა.

„ტულონმა“ საკუთარ სტადიონზე „მონპელიეს“ უმასპინძლა და ლანგედოკელები დაძაბულ ბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით, 30:27 დაამარცხა. 33 წლის ქართველი მორაგბე მოედანზე 58-ე წუთზე კაილ სინკლერის ნაცვლად გამოჩნდა და შესვლიდან ზუსტად ექვს წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. გიგაშვილისთვის ეს წლევანდელ სეზონში რიგით მეშვიდე მატჩი გახლდათ, საიდანაც ხუთი დაიწყო ძირითადში და ჯამში 296 წუთი აქვს ნათამაშები.

ცნობისათვის, საფრანგეთის TOP 14-ში ასპარეზობის 8-წლიანი პერიოდის მანძილზე ბექა გიგაშვილისთვის საუკეთესო 2022-2023 წლების სეზონი იყო, როდესაც 5 ლელო დადო, ჯამში კი უმაღლეს დივიზიონში კარიერაში გამართულ 118 შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედანი 12-ჯერ აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფლოუდები და გაბითურებული მცველები - ნინიაშვილი ლელოს გარეშეც საუკეთესოა
ოფლოუდები და გაბითურებული მცველები - ნინიაშვილი ლელოს გარეშეც საუკეთესოა