გიორგი მელიქიძე
Aa
Aa

ჩემპიონთა თასის სიმბოლურში - მელიქიძის აღიარება

გიორგი მელიქიძისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში უდავოდ გამორჩეულია - „სტად ფრანსეს“ 29 წლის ქართველ მორაგბეს წლევანდელი TOP 14-ის დაწყებამდე გამართულ 159 შეხვედრაში 7 ლელო ჰქონდა დადებული, წელს კი 15 მატჩში მან უკვე რვაჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გიორგის ასეთი შთამბეჭდავი ასპარეზობა სათანადოდ უფასდება.

ცნობილი სტატისტიკური ვებ-გვერდის Opta-ს ვერსიით, მელიქიძე ჩემპიონთა თასისა და ევროპის ჩელენჯ თასის ტურის გაერთიანებულ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა და დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ ორ მსხვილ ტურნირზე ჩატარებული ამდენი მატჩიდან სწორედ გიორგი გამოარჩიეს. თანაც, მის აღიარებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის ის გარემოება, რომ „სტად ფრანსე“ „ალსტერთან“ დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ წაგებულ გუნდს წარმოადგენდა, მისი გარჯა უმაღლეს დონეზე შეფასდა.

ცნობისათვის, მომდევნო შეხვედრას გიორგი მელიქიძე და მისი თანაგუნდელები საფრანგეთის TOP 14-ში სტუმრად „ბორდოსთან“ გამართავენ და თამაშს დამატებით ინტრიგას სძენს ის ფაქტი, რომ ამ გუნდებს 39-39 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მელიქიძეს ვერ აჩერებენ - მერვე ლელო სეზონში
მელიქიძეს ვერ აჩერებენ - მერვე ლელო სეზონში