ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

მადალენა: მახაჩევს უხეში გამოღვიძება ელის

ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის მოქმედ ჩემპიონს ჯეკ დელა მადალენას, სრულად აკმაყოფილებს მრავალგზის ანდერდოგის (აუტსაიდერი) სტატუსი, რომლითაც ის ამ შაბათ-კვირას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვა.

„მე მაქვს უნარები. ამ სპორტში ნებისმიერს შეუძლია ყველას რთული ბრძოლა მისცეს, და თუ ის არ ელის რთულ ბრძოლას, მას მკაცრი გამოღვიძება ელოდება. მე მაინც ანდერდოგად ვგრძნობ თავს. მე მაქვს ანდერდოგის მენტალიტეტი – ყველაფერი უნდა დავამტკიცო, და ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამ შეიცვალა. მე მომწონს აუტსაიდერის როლი“,

– თქვა ავსტრალიელმა, როდესაც ნიუ-იორკში პრესას ესაუბრებოდა.

ამასთან, ჩემპიონს ესმის, რომ მისთვის ეს ორთაბრძოლა მარტივი არ იქნება.

„ხუთი რაუნდი ისლამთან – უნდა ელოდო, რომ რაღაც მომენტში მიწაზე აღმოჩნდები. ის გამოცდილია ბრძოლებში, ჩხუბობდა საუკეთესო ბიჭებთან, ასე რომ, პარტერისთვის უნდა იყო მზად. იდეალურ შემთხვევაში – დისტანციის შენარჩუნება და მიწაზე არ მოხვედრა. ჩვენ ველოდებით სრულფასოვან ბრძოლას შერეულ ორთაბრძოლებში, სადაც საჭირო იქნება ყველა უნარის ჩვენება“,

– დაამატა მადალენამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები