„დასვენება მჭირდება“ - გეიჯის სამომავლო გეგმები
შედგება თუ არა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის რემატჩი - ეს შეკითხვა შერეული ორთაბრძოლების ყველა მოყვარულს აწუხებს და მასზე ყველაზე კომპეტენტური პასუხი ბუნებრივია UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს აქვს. თუმცა, პირველ რიგში რაღა თქმა უნდა მსუბუქი წონით დივიზიონის ახალი ჩემპიონის პოზიციაა გასათვალისწინებელი, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ჯასტინ გეიჯი
2026 წელს უკვე ორი ბრძოლა გავმართე და ვინც ჩემს კარიერას კარგად იცნობს, მშვენივრად ეცოდინება, რომ წელიწადში ერთზე მეტ ჩხუბს იშვიათად ვატარებ. ასე რომ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში და რამდენად მძიმე მომზადების ეტაპები გავიარე, ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ წელს კიდევ ერთხელ ვიბრძოლო - დასვენება მჭირდება“.
ცნობისათვის, ბოლო ექვს წელიწადში მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ერთ კალენდარულ წელში ჯასტინ გეიჯი ოქტაგონზე ორჯერ გავიდა - ერთი შემთხვევა წელს იყო, როდესაც პედი პიმბლეტის ძლევით - დროებითი ჩემპიონის, ილია თოფურიას დამარცხებით კი ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მეორე კი 2023-ში, როდესაც დასტინ პორიესა და რაფაელ ფიზიევსა აჯობა.