ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

„ორ მატჩში 65-ჯერ დავარტყით, მაგრამ...“ - მონტელამ ჯგუფში ჩარჩენის მიზეზებზე ისაუბრა

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაისთან მარცხისა და ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ მედიასთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა მონტელამ:

„ძალიან ვწუხვარ. ქვეყანას დიდი მოლოდინები ჰქონდა. ჩვენც დიდი მოლოდინები გვქონდა. ასევე ვწუხვარ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გამო. ვიცი, რა მონდომებით მუშაობდნენ ჩვენი ფეხბურთელები. როგორც წესი, ასეთი რამ 50 მატჩში ერთხელ ხდება. ორ მატჩში კარში 65-ჯერ დავარტყით. ბურთის ფლობაზე საუბარიც კი არ მინდა.

ბედი ჩვენს მხარეს არ იყო. მოთამაშეებს ვუთხარი: „თქვენ ყველაფერი გაიღეთ. როგორც ამბობენ, ბედს ვერსად გაექცევი“.

მე არ ვამბობ: „იმ მოთამაშეს შეეძლო მეტი გაეკეთებინა, ამ მოთამაშეს შეეძლო უკეთ ეთამაშა“. ყოველთვის ფეხბურთელის ამბიციებს ვუყურებ. ყველა მათგანი დაუჯერებლად იბრძოდა. წარმოუდგენელი ამბიციები ჰქონდათ. ყველა გულმოდგინედ მუშაობდა, თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა.

დიდ ტურნირებზე თამაშის ჩვევა უნდა გამოვიმუშაოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მუდმივად უნდა ვხვდებოდეთ. რადგან რეგულარულად არ ვმონაწილეობთ, ფეხბურთელებს ქვეცნობიერში, შესაძლოა, რაღაც ჩაებეჭდათ. ნაკრებმა ეს ჩვევა უნდა შეიძინოს.

ადვილია ერთი ადამიანის გამოყოფა და გაკრიტიკება. არ არის საჭირო ვინმეს დადანაშაულება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.

2 ტურის შემდეგ D ჯგუფს აშშ 6 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ავსტრალიის ნაკრებია. ასევე 3 ქულა აქვს მესამეადგილოსან პარაგვაისაც, რომელაც ბურთების შეფარდება -2 აქვს. მომდევნო ტურში თურქეთი პრესტიჟის მატჩს აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, პარაგვაი კი ავსტრალიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვრცხვენია, ხალხს ბოდიშს ვუხდით“ - გიულერის და ჩალჰანოღლუს კომენტარები
„გვრცხვენია, ხალხს ბოდიშს ვუხდით“ - გიულერის და ჩალჰანოღლუს კომენტარები