მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„სისულელეების ლაპარაკით მებრძოლის თავდადებას არ აფასებთ“ - დვალიშვილის განცხადება

ილია თოფურიას განცდილ მარცხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ქართველ გულშემატკივრებს შორის ათასგვარი მოსაზრებები გავრცელდა და ბევრი ისეთიც იყო, რომლითაც „ელ მატადორისთვის“ ნებსით თუ უნებლიედ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, თხუთმეტიოდე წუთის წინ კი სოციალური ქსელის საშუალებით სტატუსიც გამოაქვეყნა.

რას წერს დვალიშვილი

როდესაც ლაპარაკობ სისულელეებს, შენ არ აფასებ ყველა მებრძოლის თავდადებასა და შრომისმოყვარეობას სპორტის მიმართ. მოვიგებთ, თუ წავაგებთ, ჩვენ ყველანი მეომრები ვართ და პატივისცემას ვიმსახურებთ. ჯანდაბა, ვინც ლაპარაკობს იმას, რაც არ იცის. თუ ჩემზე რამეს ფიქრობთ, მოდით და პირადად მითხარით.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ილია თოფურიას მსგავსად, მერაბ დვალიშვილიც UFC-ის ჩემპიონი იყო, თუმცა სამწუხაროდ დეკემბერში „მანქანა“ პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ტიტულის დათმობა მოუხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვინც თვლით, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
“ვინც თვლით, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა