ისლამ მახაჩევი, ხორხე მასვიდალი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ამ შემთხვევაში ილიას ადგილს დაიკავებს“ - მასვიდალმა მადალენაზე ისაუბრა

ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გასამართ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორც წარმოაჩენს თავს დაღესტნელი ჩემპიონი მისთვის ახალ და უცხო წონით კატეგორიაში. ამერიკელი მებრძოლი ხორხე მასვიდალი კი მიიჩნევს, რომ 77 კილოგრამი ისლამისთვის უცხო ნამდვილად არის, რის გამოც მას ადაპტაცია ოდნავადაც არ გაუჭირდება.

ხორხე მასვიდალი

ისლამი დიდი გაბარიტების მქონე სპორტსმენია და მას ბევრი წვალება სჭირდებოდა საიმისოდ, რომ მსუბუქ დივიზიონში წონა დაეფიქსირებინა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ 77 კილოგრამი მისია და აქ თავს გაცილებით კარგად წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე თამამად ვიტყვი - თუ ისე მოხდა, რომ მადალენამ გაიმარჯვა, მან P4P-ის რეიტინგში ილია თოფურიას ადგილი უნდა დაიკავოს. თუმცა, არა მგონია მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს - მაინც ისლამის გამარჯვებას ვვარაუდობ, ოღონდ არა ისე მარტივად, როგორც მისგან ვართ მიჩვეულები.

ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემთხვევაში, ისლამ მახაჩევი ზედიზედ მეთექვსმეტე გამარჯვებას მოიპოვებს, რითაც ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენის, ანდერსონ სილვას მიღწევას გაიმეორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯეკის გამარჯვება მსურს, თუმცა...“ - დუ პლესის პროგნოზი
„ჯეკის გამარჯვება მსურს, თუმცა...“ - დუ პლესის პროგნოზი