პირველი ქულა მსოფლიოზე და სხვა საინტერესო ფაქტები | კანადა - ბოსნია-ჰერცეგოვინა
Aa
Aa

პირველი ქულა მსოფლიოზე და სხვა საინტერესო ფაქტები | კანადა - ბოსნია-ჰერცეგოვინა

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, კანადა, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ბოსნიელები იოვო ლუკიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე კაილ ლარინმა გაიტანა და კანადამ ქულა გადაარჩინა — 1:1.

კანადამ მსოფლიო ჩემპიონატზე ქულა პირველად აიღო. აქამდე ჩრდილოეთ ამერიკელებს ზედიზედ ექვსი წაგება ჰქონდათ. 1986 წლის მუნდიალზე ისინი საფრანგეთთან, უნგრეთთან და სსრკ-სთან დამარცხდნენ, ხოლო 2022 წლის მსოფლიოზე ბელგიასთან, ხორვატიასთან და მაროკოსთან წააგეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ბოლო 9 შეხვედრიდან არცერთი წაუგია. მათ ანგარიშზე 2 გამარჯვება და 7 ფრეა. 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ბოსნიელთათვის პირადი რეკორდის გამეორებაა. ბოლოს ისინი 2025 წლის სექტემბერში, ავსტრიასთან დამარცხდნენ.

იოვო ლუკიჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. ბოსნიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი გოლი აქვთ გატანილი და ხუთივე სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა: ლუკიჩი, ჯეკო, ვრშაიევიჩი, პიანიჩი, იბიშევიჩი.

კაილ ლარინმა გოლი მოედანზე შესვლიდან 121 წამის შემდეგ, ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა.

კაილ ლარინი „საუთჰემპტონის“ მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. „წმინდანების“ მხრიდან, მანამდე ეს აგუსტინ დელგადოს, ანდერს სვენსონს, იან ბედნარეკსა და მოჰამედ სალისუს გაუკეთებიათ.

კერიმ ალაიბეგოვიჩი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა — 18 წლისა და 264 დღის ასაკში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდებულ თამაშს დიდი ფეხბურთელები ქმნიან“ - ნეაპოლში კვარა და ოსიმენი გაიხსენეს
„დიდებულ თამაშს დიდი ფეხბურთელები ქმნიან“ - ნეაპოლში კვარა და ოსიმენი გაიხსენეს