„რთულ პერიოდს გავდივარ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილმა სპორტინგის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა Movement-ის Youtube-არხზე სტუმბრობისას „სპორტინგში“ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„რთულ პერიოდს გავდივარ, რადგან „სპორტინგში“ ხშირად არ მიწევს თამაში. ნაკრებში ჩამოვდივარ და ვთამაშობ, ბოლო მატჩი მოვიგეთ, წინ კიდევ ბევრი სეზონია“.
ამის შემდეგ, ქოჩორაშვილმა პატარა საბა გვარამიას სთხოვა რჩევა და ასეთი პასუხი მიიღო:
„გეტყვი, რომ საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვო და ყველას დაუმტკიცო, რომ მოედანზე ყოფნას იმსახურებ“.