ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას პოტენციური კონკურენტი | პსჟ ვესტ ჰემის ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ფრანგული Footmercato-ს ინფორმაციით, პსჟ ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას ცენტრალური მცველის, მარცხენა მცველის, ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე გეგმავს.

პსჟ-ს სტრატეგიულმა მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა თვალი ვესტ ჰემის ორ ფეხბურთელს, მატეუშ ფერნანდეშსა და კრისენსიო სამერვილის დაადგა. პრემიერლიგიდან გავარდნილი კლუბი მათ სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს ითხოვს, ფერნანდეშს 80 მილიონად აფასებს, სამერვილის - 50 მილიონად.

24 წლის ნიდერლანდელი სამერვილი მარცხენა გარემარბია, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ კონკურენტად მიიჩნევა და თავის პორტუგალიელ თანაგუნდელთან ერთად ვესტ ჰემის მძიმე სეზონიდან ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშეა, ვინც გულშემატკივარი გაახარა. ლიდსის ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც მას ეროვნული ნაკრების კარიც გაუღო, ახლა ნიდერლანების ნაკრებთან ერთად მუნდიალზეა.

21 წლის ნახევარმცველმა მატეუშ ფერნანდეშმა პრემიერლიგაში უკვე ორი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა. 2024-25 წლების სეზონში საუთჰემპტონში ყველა ტურნირის ჩათვლით 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა, გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2025 წლის ზაფხულში, BBC-ის ცნობით, ვესტ ჰემმა მასში 40 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადაიხადა, სებასტიან ალესა (£45 მლნ) და ლუკას პაკეტას (£51 მლნ) შემდეგ ვესტ ჰემის ისტორიაში სატრანსფერო თანხის სიდიდით მესამე ტრანსფერია. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ჩაქუჩებს’’ 38 მატჩში 4 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა, თუმცა გუნდი ელიტიდან გავარდა და ახლა პორტუგალიელის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.

Footmercato-ს სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „პსჟ-ს მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მომავალ მოლაპარაკებებში, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს „ჩაქუჩების“ სერიოზული პრობლემებით. ჩემპიონშიფში  ახლად დაქვეითებულ ლონდონურ კლუბს ფინანსების მოსაზიდად და სახელფასო ფონდის შესამცირებლად აუცილებლად მოუწევს თავისი საუკეთესო აქტივების გაყიდვა. ეს დელიკატური სიტუაცია კი პსჟ-ს საშუალებას მისცემს, მიზანს უფრო მარტივად მიაღწიოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს
„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს