„უფრო, ილიას გამარჯვებისკენ ვიხრები“ - მახაჩევი თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ისლამი:
„ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, გეიჯის არ ჩამოვწერ. ის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, ძველი მეომარია. თუმცა თოფურია უფრო ახალგაზრდაა. გულშემატკივრებისთვის ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება. მჯერა, რომ დაპირისპირება ბოლომდე ნამდვილად არ გასტანს და უფრო თოფურიას გამარჯვებისკენ ვიხრები.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი საქართველოს დროით 15 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.