კინიონესი კონკაკაფის ზონიდან პირველია | OPTA-ს სტატისტიკა მუნდიალის გახსნით მატჩზე
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალის გახსნით მატჩში მექსიკამ მეხიკოში, „აცტეკაზე“ სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა. „ელ ტრიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, მე-9 წუთზე ერიკ ლირას საგოლე პასით ხულიან კინიონესმა ანგარიში გახსნა, მეორე გოლი 67-ე წუთზე რობერტო ალვარადოს პასით რაულ ხიმენესმა გაიტანა (ვრცლად ამ მატჩის შესახებ).
გთავაზობთ OPTA-ს სტატისტიკას გახსნითი მატჩის შესახებ:
მექსიკელი ხულიან კინიონესი პირველი ფეხბურთელია კონკაკაფის (CONCACAF) ზონიდან, რომელმაც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის პირველი (გახსნითი) გოლი გაიტანა.
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის პირველსავე თამაშში სამი წითელი ბარათი აჩვენეს. შედარებისთვის: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯამში ჩატარებულ 64 მატჩში მხოლოდ ოთხი წითელი ბარათი დაფიქსირდა.
სამხრეთ აფრიკა პირველი ნაკრებია 2006 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში ორი წითელი ბარათი მიიღო. ბოლოს მსგავსი რამ 2006 წელს მოხდა, როდესაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების მერვედფინალურ დაპირისპირებაში ორივე გუნდს 2-2 ფეხბურთელი გაუძევეს.
მექსიკელი ხილბერტო მორა პირველი ფეხბურთელია, რომელიც 2006 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაიბადა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ითამაშა.
17 წლისა და 240 დღის ასაკში, ხილბერტო მორა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნის რიგებში ითამაშა.
მატჩის მიმოხილვა