ბერნარდუ სილვა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

შეთავაზებას დათანხმდა - ბერნარდუ სილვა მადრიდის რეალში ითამაშებს

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების პარალელურად, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ბერნარდუ სილვა მადრიდის რეალს შეუერთდება. პორტუგალიელი ფეხბურთელი სამეფო კლუბის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა.

სილვა მადრიდულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლებით, გააფორმებს.

ბლანკოსმა ბერნარდუს ოფიციალური კონტრაქტიც უკვე გაუგზავნა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმდეს, რათა ტრანსფერის დასრულებამდე რაიმე მოულოდნელი პრობლემა არ წარმოიშვას.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელიც ბერნარდო სილვას დამატებას აქტიურად ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი 2017/2026 წლებში მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა. 31 წლის ნახევარმცველს ქალაქელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და რეალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირებით ბარსელონა ინტერესდებოდა და ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა სილვამ სამეფო კლუბი აირჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები