ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ნეიმარის ტრავმა და მაროკოსთან მატჩი | რა თქვა კარლო ანჩელოტიმ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, პრესკონფერენცია გამართა. „სელესაოს“ დამრიგებელმა მაროკოსთან მატჩსა და ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მაროკო ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ყველა ასპექტში ხარისხი აქვს. სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევასა და გარდამავალ ფაზაში. დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და სტანდარტულებისას კარგად ვითამაშოთ.

თანამედროვე ფეხბურთში პატარა გუნდები აღარ არსებობენ. მაროკო აფრიკაში ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან კარგად მომზადებული და ძლიერი გუნდია. გვაქვს თუ არა შიში? შიში კარგი რამაა. შიში თუ არ გაქვს, შეიძლება, ლომის წინ აღმოჩნდე და ის კატა გეგონოს.

რაც შეეხება ნეიმარს, ის თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მაქსიმალურად სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ველოდებით, რომ მომდევნო კვირაში მზად იქნება და გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ნეიმარი ბრწყინვალე ტექნიკური უნარებით გამოირჩევა და გამოცდილი ფეხბურთელია, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 14 ივნისს გაიმართება. მატჩი 02:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთულ პერიოდს გავდივარ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილმა სპორტინგის შესახებ ისაუბრა
„რთულ პერიოდს გავდივარ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილმა სპორტინგის შესახებ ისაუბრა