ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

მეტოქე და თარიღი ცნობილია | ოთარ თანზილოვი UFC-ში იჩხუბებს

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო ორგანიზაციამ, UFC-მ, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გაიფორმა. ავტორიტეტული ჟურნალისტის, მარსელ დორფის, ინფორმაციით, 20 ივნისს (თბილისის დროით, 21 ივნისს) ლას-ვეგასში გასამართ ღონისძიებაზე ოთარ თანზილოვი იჩხუბებს.

თანზილოვის მეტოქე შეინ კოლინსია. ეს უკანასკნელი 26 წლის დაუმარცხებელი მებრძოლია და კარიერაში გამართული 7 ჩხუბიდან ყველა მოგებული აქვს. კოლინსმა 4-ჯერ ნოკაუტით/ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა, ერთხელ — მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით, ორჯერ კი — მსაჯების გადაწყვეტილებით.

თანზილოვის მსგავსად, UFC-ში ისიც სადებიუტო ორთაბრძოლას ჩაატარებს. ორგანიზაციაში გადასვლამდე ის A1 Combat-ში ასპარეზობდა. რაც შეეხება თანზილოვს, მას 11 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული. 2024 წელს ოთარმა Contender Series-ზე იასპარეზა და ჯოსიას მუსასასთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ლევან ჩოხელი UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს და ლეონ შაჰბაზიანს დაუპირისპირდება. შაჰბაზიანს კარიერაში 16-ჯერ უჩხუბია და 12-ჯერ გაიმარჯვა. მის ანგარიშზე ზედიზედ ოთხი გამარჯვებაა და UFC-ში ისიც პირველად ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ