ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ილია, მადლობა და წარმატებები“ | ჩარლზ ოლივეირამ თოფურიას უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ, ილია თოფურიას უპასუხა. ერთ-ერთ ინტერვიუში „ელ მატადორმა“ ბრაზილიელი შეაქო და განაცხადა, რომ ჩარლზი განსაკუთრებული მებრძოლია, ლომის გულით.

თოფურიამ UFC 326 გაიხსენა, რომლის მთავარი მოვლენაც ოლივეირასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება იყო. ბრაზილიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ილიამ აღიარა, რომ ჩარლზის გამოსვლამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.

ოლივეირამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თოფურიას მიმართა: „ილია, მადლობა. ყოველი მარცხის შემდეგ ვცდილობ, მენტალიტეტი გავაუმჯობესო და ტექნიკურად უკეთესი გავხდე. არ ვკარგავ კონცენტრაციას და გაკვეთილებს ვიღებ იმ ბრძოლებიდან, რომლებშიც ჩემი მეტოქეები უკეთესნი იყვნენ. ილია, „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე წარმატებებს გისურვებ. მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯია. ილიასა და გეიჯის დაპირისპირება „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა, რომელიც თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა