ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

პრობლემები უამინდობის გამო | Freedom 250-ის პრესკონფერენცია გვიან დაიწყება

UFC-ის მომდევნო ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“, უმასპინძლებს. UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაა, თანამთავარ მოვლენაში კი ალექს პერეირა სირილ განს შეხვდება.

ღონისძიებამდე ტრადიციული პრესკონფერენციაა დანიშნული, რომელიც აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს. პრესკონფერენცია 13 ივნისს, თბილისის დროით 04:15 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო (წვიმა და ჭექა-ქუხილი) გადაიდო.

„უამინდობის გამო პრესკონფერენციის დაწყების დრომ 05:00 საათამდე გადაიწია. დამსწრეებს ვურჩევთ, ადგილზე 04:30 საათზე ადრე არ გამოცხადდნენ. გთხოვთ, გამგზავრებამდე შეამოწმოთ ამინდის პირობები“, — ნათქვამია UFC-ის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, თოფურიასა და გეიჯის ჩხუბიც ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს და ამისთვის სპეციალური სცენა მოეწყო. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის, მიხედვით, ერთადერთი ამინდი, რომელიც ღონისძიებას ხელს შეუშლის, ჭექა-ქუხილია, სხვა ყველაფრისთვის ორგანიზაცია მზად არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთულ პერიოდს გავდივარ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილმა სპორტინგის შესახებ ისაუბრა
„რთულ პერიოდს გავდივარ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილმა სპორტინგის შესახებ ისაუბრა