ბექაური ბრუნდება | აბუ-დაბის გრან სლემზე ჩვენი შემადგენლობა ცნობილია
ძიუდოში აბუ-დაბის გრან სლემზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ინფორმაცია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ტატამს ლაშა ბექაური უბრუნდება, რომელიც ბოლოს ზაფხულში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), თემურ ნოზაძე (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (-73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე (-81კგ), ჯუმბერ მელაძე (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ).
აბუ-დაბის გრან სლემი 28-30 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, აბუ-დაბის გრან სლემამდე ზაგრების გრან პრი გაიმართება (14-16 ნოემბერი), ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა:
თორნიკე მაზიაშვილი, ლაშა ნადირაძე (-66კგ.), გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი (-73 კგ.), ირაკლი ბეროშვილი (-81 კგ.), ლუკა მაისურაძე, მიხეილ კუპრაშვილი (-90 კგ.), გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).