თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე
Aa
Aa

ხუთი საჯარიმო და ერთი ლელო - აბჟანდაძე ლობჟანიძის წინააღმდეგ

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის, Pro D2-ის მეცხრე ტურში ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „ორიაკმა“, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს, საკუთარ სტადიონზე „ოიონაქსს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 22:20 დაამარცხა.

მასპინძლების მიერ დაგროვებული 22 ქულიდან 15 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც ხუთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა და დიდწილად განაპირობა ორიაკელების წარმატება. რაც შეეხება სტუმრებს, მათ რიგებში ერთი ლელოთი თავი ვასილ ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც შეგახსენებთ, რომ ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გინესის რეკორდსმენია.

ცნობისათვის, თედო აბჟანდაძის გარდა, „ორიაკის“ რიგებში ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ და გიორგი ქართველიშვილმა ითამაშა. „ოიონაქსის“ ღირსებას კი, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად, ბასა ხონელიძე და მირიან ბურდული იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - გიორგი ჯავახია კარიერას ტულონში გააგრძელებს
ოფიციალურად - გიორგი ჯავახია კარიერას ტულონში გააგრძელებს